დავით სუჯაშვილი: მძღოლები, რომლებიც ყაზბეგში ჩარჩნენ, საკვებით არიან უზრუნველყოფილები

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანის დავით სუჯაშვილის განცხადებით, გუდაურში გაწმენდითი სამუშაოები დილის რვა სააათიდან დაიწყო. როგორც სუჯაშვილმა აღნიშნა, მძღოლები, რომლებიც ყაზბეგში ჩარჩნენ, საკვებით არიან უზრუნველყოფილები.
„გუდაურში დღეს რვა საათზე დაიწყო გაწმენდითი სამუშაოები და ამ ეტაპზე გრძელდება. 24 საათის განმავლობაში ყველა უწყება პატრულირებს. რაც შეეხებათ მძღოლებს, რომლებიც ყაზბეგში ჩარჩნენ, ისინი საკვებით უზრუნველყოფილები არიან. გზის გახსნა დამოკიდებულია ამინდზე. ბუნება გვაძლევს საშუალებას, რომ გავწმინდოთ გზები ჯვრის მაღალ წერტილამდე. რაც შეეხებათ სხვა გზებს, ნინოწმინდისკენ დაახლოებით ერთი საათის წინ გაიხსნა მიმოსვლა, ხოლო სვანეთში მესტიამდე შეიძლება ყველანაირი ავტომობილის გადადგილება“, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები