„სასაცილოა, თურმე სიღნაღშიც გვქონია ბრენდები“?!

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სიღნაღში სასტუმროებში მომსახურების მაღალ ფასებს აპროტესტებს. კერძოდ, მომღერალი აღშფოთებულია, რომ სიღნაღში, სასტუმრო „კაბადონში“ ერთი დღე 150 აშშ დოლარი ღირს. მისი თქმით, ტურისტისთვის აღმოსავლეთ საქართველოში დასვენება გაცილებით ძვირია, ვიდრე მსოფლიოს სხვადასხვა საუკეთესო ტურისტულ ადგილში. როგორც მომღერალი აღნიშნავს, სასტუმროებში არსებული მაღალი ფასები საქართველოში ტურიზმის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
„ამას წინათ ჩვენმა უცხოელმა ახლობელმა, საქართველოს უკეთ გაცნობის მიზნით სიღნაღში მოინდომა ჩასვლა. დარეკა რომელიღაცა სასტუმრო “კაბადონში”, სადაც მიახალეს, ერთი დღე 150 დოლარი ღირსო. ადამიანმა უმალვე გადაიფიქრა იქ ჩასვლა, ასეთი ფასები კანარის კუნძულებზე არ არისო. თან უმტკიცებდნენ, ჩვენ ბრენდი სასტუმრო ვართ, ხედი გვაქვს ლამაზი და ა.შ. რა სასაცილოა, თურმე სიღნაღშიც გვქონია ბრენდი სასტუმროები. კერძოდ კი “კაბადონი” შემთხვევით, ეს რომელი ქსელიდანაა,”ჰილტონის”,”კემპინსკის” თუ “ბესტ ვესტერნის”??? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!!! თურმე ამ პატარა ქალაქში, „საროჩკის“ საყელოსავით ერთი რაიონის გარემონტება -“ბალკონების გადაკრასკვა” და მისი დათვალიერება ტურისტებს ცეცხლის ფასი უნდა დაუჯინოს მავანმა. სწორედ ამისთვის “გაირემონტეს” ამ მავანმა “პრარაბებმა” ქალაქი, რომ შემდგომ უმოწყალოდ სწუწნონ მიამიტი ტურისტები და სიღნაღის ხედების ნახვაში დოლარები აყრევინონ. და ეს არის საქართველოში ტურიზმის განვითარება. დარწმუნებული ვარ, იგივე ფასებითა და “ბრენდი სასტუმროებით” ასევე უხვად იქნება დახუნძლული სვანეთიც. სამარცხვინოა ეს ყოველივე. ამ დროს კი ყველამ კარგად იცის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ ადგილებში ნახევარ ფასად ისვენებს ადამიანი. კერძოდ, კუნძულ მაიორკაზე და ლას პალმასში 30-დან 60 ევრომდე ღირს დასვენება. არაფერს ვამბობ თურქეთის და საბერძნეთის კურორტებზე. ამ პრინციპით, მომავალში სიღნაღელ სასტუმროს “ბრენდოსნებს” ვფიქრობ, თავადვე მოუწევთ თავიანთივე სასტუმროს ხედებით ტკბობა“, – წერს თამარ ივერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

1938927_708053972559101_1221699643_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები