„ბოდიშს ვიხდი“…

  ყოფილი პარლამენტარი კონსტანტინე გამსახურდია საზოგადოებას ყოფილ პატიმარს თინა ქაცანაშვილს აცნობს. მისი თქმით, თინა ქაცანაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლია და ის 2004-2012 წლებში უკანონოდ იხდიდა სასჯელს. ყოფილი დეპუტატი თინა ქაცანაშვილს და საკუთარ ძმას, ცოტნე გამსახურდიას სახალხოდ ბოდიშს უხდის. კონსტანტინე გამსახურდია თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ ვერ შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სამართლიანობის აღდგენა.1654926_710535255635637_1939034628_n
„ეს ქალბატონი თინა ქაცანაშვილია, ადამიანი, რომელიც 2004-2012 წლების რეჟიმის უკანონობის და უსამართლობის მსხვერპლია. მან 3 წელიწადი და 8 თვე გაატარა საპყრობილეში იმის გამო, რომ არ გადაუფორმა საწარმოს ლიცენზიები ხელისუფლების მიერ სპეციალურად გამოძებნილ პირს. როგორც საჯარო და პარტიული პოლიტიკიდან 2011 წლიდან გასულმა პირმა, მინდა მივმართო ყველა უკანონოდ გასამართლებულ და დაპატიმრებულ ადამიანს, მათ შორის თინას, ასევე ჩემს ძმას, ცოტნე გამსახურდიას: „მეგობრებო, ძმებო და დებო! როგორც ოპოზიციონერმა, 2007 და 2009 წლების დაწყებული (თუმცა ბოლომდე არ მისული) რევოლუციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიბრძოლე თქვენთვის და თქვენი უფლებებისთვის, როგორც ოპოზიციასთან ერთობლივ ფორმატში, ისე ინდივიდუალურად. ამ რევოლუციების დროს, ანუ ბრძოლისას მე არ შევსულვარ არანაირ მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან. მერე სხვა გზებითაც ვცადე, სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით და არასოდეს შემიწყვეტია მოქმედება ამ მხრივ, მაგრამ ამაზე მეტი ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა. როგორც კოლეგები, ვფიქრობ, დამემოწმებიან ყოფილი დეპუტატები, ჯონდი ბაღათურია და დიმიტრი ლორთქიფანიძე. როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენელი, ვიყავი რა საქართველოს ელჩი 2011-2012 წლებში, მე თავზე ვიღებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს, რომ ვერ ვაიძულე სააკაშვილი და მინისტრი ადეიშვილი, ეს, მართლაც, ურჩხული და გარეწარი, აღდგენილიყო სამართლიანობა.
P.S. ამას ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არავის მოუხდია ბოდიში იმის გამო, რომ ჩემი საუკეთესო წლები უცხოეთში გამატარებინეს, 1992-2006 წლებში“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

1978256_710534905635672_947428523_o

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები