“მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც საქართველოს აფთიაქებში თავისუფლად იყიდება”

მომაკვდინებელი წამლების სია, რომლებიც ჩვენს აფთიაქებში თავისუფლად იყიდება! -ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელთან ნანა სანაიასთან ინტერვიუს აქვეყნებს.
რა უნდა იცოდეს დიაბეტით დაავადებულმა? რა პრეპარატებია აკრძალული ევროპაში და მათგან რა იყიდება საქართველოში? -ამ საკითხებზე ნანა სანაია გამოცემასთან დეტალურად საუბრობს.
“ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებმა გაამკაცრეს კოდეინის, ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის შემცველი საშუალებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევაზეც პასუხისმგებლობა გაამკაცრეს. ეს ის ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური მედიკამენტებია, რომელთა გამოყენებითაც ნარკოტიკული საშუალებების კუსტარულად დამზადებაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში ხდება ისე, რომ რატომღაც არ გადაიხედა იმ მედიკამენტების სია, რომლებიც დღემდე იყიდება ქართულ სარეალიზაციო ქსელში და, რომელთა რეალიზაცია, ანუ გაყიდვაც უცხოეთში სასტიკად არის აკრძალული და სახელმწიფო დონეზეა შეჩერებული, გაყიდვა კი კანონით დასჯადია. სანამ ასაკრძალი პრეპარატების სიას ჩამოვთვლიდე, მინდა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის მაგალითი მოვიყვანო, რომლის პრეცედენტიც დაიშვა საქართველოში – რამდენიმე წლის წინათ ევროპის სამედიცინო სააგენტომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, სახელად “ავანდია”, აიკრძალა და გამოცხადდა, რომ ბრიტანული კომპანია “გლაკსო სმიტს კლაინის” მიერ გამოშვებულ ამ პრეპარატთან ერთად აკრძალული იქნებოდა მათი ანალოგები “ავანდამეტი” და “ავაგლიმი”. მე სანამ თქვენთან მოვიდოდი, ვეძებე საქართველოში აკრძალული პრეპარატების სია და ვერ ვნახე, წესით, ამდაგვარ სიაში უნდა იყოს მითითებული, რომ “ავანდია” თუ გაიყიდება ჩვენთან ქსელში, ეს უნდა იყოს დასჯადი და ეს სია კი უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს, სადაც ნარკოტიკებთან ერთად მსგავსი წამლებიც უნდა იყოს დასახელებული. ამ დროს პრეპარატი “ავანდია” 2009 წლიდან საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრეპარატად იყო აღიარებული დიაბეტის მკურნალობაში“,-აცხადებს სანაია.
მისი თქმით, “ავანდია” იწვევდა გულის შეტევებს, მასში შედიოდა აქტიური ნივთიერება როსიგლიტაზონი, რომელიც უარყოფითი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
„ამავე დროს, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოში ეს პრეპარატი დღემდე არაა აკრძალული. ერთ საყურადღებო ინფორმაციასაც გაგაცნობთ: დიაბეტით დაავადებულები გამოიყენებენ 100-ერთეულიან შპრიცებს ინსულინისთვის, მაგრამ სააფთიაქო ქსელებში ხშირად ასეთ დაავადებულებს სთავაზობენ 40-იან შპრიცებს, მაგრამ დიაბეტის ასოციაცია ეჭვობს, რომ ეს არის დიდი ხნის წინანდელი შპრიცები, რადგანაც ასეთი ერთეულის შპრიცების წარმოება აღარ ხდება, ჩვენთან კი ჯერ კიდევ ჰუმანიტარული დახმარებების დროს არის შემოტანილი. თან ასი მილიგრამი წამლის გასაკეთებლად სამი შპრიცი სჭირდება დიაბეტით დაავადებულს და, როგორც დავადგინე, ეს 40-იანი შპრიცები არის დაბალხარისხიანი და დაბალფასიანი. ამ დროს დიაბეტი ძალიან საფრთხილო დაავადებაა და იქ მილიგრამებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და 100 მილიგრამი კი ამ შპრიცებში სამ ჯერზე უნდა გადანაწილდეს“, -აცხადებს პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ასაკრძალ მედიკამენტებს, მისი თქმით, დასავლეთის პრესაში დღემდე აქტიურად განიხილება პრეპარატ ლევომიცეტინის საკითხი, სადაც მას ეწოდება ქლორამფენიკოლი და ის შეტანილია “შავ სიაში“. სანაიას განცხადებით, აღნიშნული პრეპარატი სიკვდილსაც კი იწვევს.
“ასევე იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს. მის მწარმოებელ კორპორაციებს არა ერთი სასამართლო პროცესი ჰქონდათ. ჩვენთან საქართველოში. ამის შესახებ რატომღაც ყველა დუმდა. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და, რაც მთავარია, იაფი ანტიბიოტიკური საშუალება. შემდეგი პრეპარატი, რომელიც ჩვენს სააფთიაქო ქსელში იყიდება, სახელდება კორტიზონი. დასავლეთის პრესა ბევრს წერდა მასში შემავალ სტეროიდულ, ანუ ხელოვნურ ჰორმონებზე. არაფრით არ შეიძლება ბუნებრივი და ხელოვნური, ანუ სინთეტური ჰორმონების ერთმანეთში არევა, ვინაიდან ის იწვევს ნივთიერებათა ცვლის მოშლას, კიბოს. კორტიზონს ასევე უკავშირდება სასამართლო პროცესები სასიკვდილო შემთხვევებთან დაკავშირებით. 2000 წელს გამოჩნდა კორტიზონის ბევრად უფრო აქტიური ფორმა ჰიდროკორტიზონი. ამ დროს ვერსად, ვერც ჯანდაცვის სამინისტროში, ვერც ინსტრუქციაში და ვერც მის შემადგენლობაში ვერ ნახავთ, რომ პრეპარატი შეიცავს სტეროიდულ ჰორმონს. მას ნიშნავენ რევმატიული ტკივილების დროს, ართრიტებისას, მას ბავშვებსაც უწერენ! ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიდროკორტიზონი შეტანილია სასიცოცხლოდ აუცილებელი პრეპარატების ნუსხაში და ყოველთვის არის სასწრაფოს ექიმის ჩანთაში. ამ დროს, ვიმეორებ, ეს პრეპარატი აკრძალულია ევროპაში. მინდა ასევე წარმოგიდგინოთ სასიკვდილო პრეპარატების ჩამონათვალი, რომელიც შეადგინა ცნობილმა ფრანგმა მკვლევარმა, პროფესორმა ლიონ ბროუზერმა: “სიბაზონი“, “ხლოზეპიდი“, “მეზაპამი“, “ნიტრაზეპამი“, “პროპაზინი“, “ამინაზინი“ და “ამფეტამინი“, -აცხადებს სანაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები