მყვინთავებმა „ეარ აზიას“ მალაიზიური ლაინერის „შავი ყუთების“ ძებნა განაგრძეს
ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მყვინთავებმა „ეარ აზიას“ მალაიზიური ლაინერის „შავი ყუთების“ ძებნა განაგრძეს. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
„შავი ყუთები“ იავანის ზღვის ფსკერზე მდებარე თვითმფრინავის უკანა ნაწილშია. შეგახსენებთ, რომ მანამდე იმ ადგილას დამსხვრეული ლაინერის კიდევ 5 მსხვილი ობიექტი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, მაშველებმა ასევე 4 გვამს მიაკვლიეს. ამრიგად, ნაპოვნი დაღუპულთა ადამიანების საერთო რიცხვი 34-ს შეადგენს. მაშველების ინფორმაციით, მგზავრების ძირითადი ნაწილი ზღვის ფსკერზე მდებარე ლაინერის კორპუსშია ჩარჩენილი.