შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შეუერთდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 700 ოჯახს, მათ შორის, მრავალშვილიანებსა და მარტოხელებს, ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
შს სამინისტრო აგრძელებს საქველმოქმედო აქციას, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში, მრავალშვილიან და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს მოიცავს. სამინისტრო სულ 2000-მდე ოჯახს ეხმარება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=M6gNF0tcJzw” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები