ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოდან გამოწერეს

 

  30 დეკემბერს, აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი ჰიუსტონის ( ტეხასის შტატი) საავადმყოფოდან გამოწერეს. ამ ინფორმაციას “Reuters”–ი ავრცელებს.
„ამჟამად ბუში სახლში იმყოფება. შესანიშნავი დახმარებისთვის მან ექიმებს და მედდებს მადლობა გადაუხადა“ – განაცხადა ექს–პრეზიდენტის პრეს–მდივანმა ჯიმ მაკგრატმა.
ჯორჯ ბუში უფროსი საავადმყოფოში 23 დეკემბერს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავსეს. 90 წლის ბუში ჰოსპიტალ „Methodist“–ში სიფრთხილის მიზნით სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
2012 წლის ნოემბერში სახელმწიფოს ყოფილი მეთაური ჰოსპიტალში ბრონხიტის პრობლემებით მოხვდა. მაშინ ის მხოლოდ 2013 წლის იანვარში გამოწერეს. ბუში უფროსი პარკინსონის დაავადებით იტანჯება და იძულებულია ინვალიდის სავარძლით გადაადგილდეს.
ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში აშშ–ს 41–ე პრეზიდენტი გახლდათ ( 1989–1993 წლებში). ის აშშ–ს ცოცხალი პრეზიდენტებიდან ყველაზე ასაკოვანი გახლავთ. თავისი ასაკის მიუხედავად, ბუშმა 90 წლის იუბილე 2014 წლის 12 ივნისს – პარაშუტიდან გადმოხტომით აღნიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები