შტორმის შედეგად ფილიპინებში 29 ადამიანი დაიღუპა

 

  ტროპიკული შტორმი „ჯანგმის“ შედეგად გამოწვეული წყალდიდობებისა და ღვარცოფისგან 29 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა უგზო უკვლოდ დაკარგულად 10 ადამიანი ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „Associated Press“–ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით შტორმი, რომლის სისწრაფე 80 კმ/სთ–ს აღწევდა, ორშაბათს კუნძულ მინდანაოს ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა. წყალდიდობამ გაანადგურა ხიდები და გზები, ათასობით ადამიანი საევაკუაციო ცენტრებშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები