“AirAsia”-ს ლაინერებთან დაკავშირებული ინციდენტები დღესაც გრძელდება

 

  დღეს ავიაკომპანია „AirAsia“–ს კუთვნილი თვითმფრინავი მოულოდნელად ჰაერში შემობრუნდა და ბანგკოკის აეროპორტში დაუგეგმავი დაჯდომა განახორციელა. ამ ინფორმაციას გაზეთი „Bangkok Post“–ი ავრცელებს.
გაზეთის ინფორმაციით, უკან დაბრუნების გადაწყვეტილება თვითმფრინავის ეკიპაჟმა აფრენიდან ხუთი წუთის შემდეგ მიიღო. დაუგეგმავი მანევრის მიზეზი გავრცელებული ინფორმაციით, საბარგო განყოფილებაში არსებული უცნაური ხმები იყო.
„პილოტებმა უცნაური ხმები გაიგონეს, რომელიც საბარგო განყოფილებიდან გამოდიოდა და უკან დონმიანგის აეროპორტში დაბრუნება გადაწყვიტეს. უსაფრთოებიდან გამომდინარე მათ საჭიროდ მიიჩნიეს შემოწმების ჩატარება“, – აცხადებს ავიაკომპანიის წარმომადგნელობა.
მიწაზე დაშვების შემდეგ შემოწმების შედეგად თვითმფრინავს დაზიანებები არ აღენიშნა. საბოლოოდ თვითმფრინავმა დაგეგმილი რეისი ბანგკოკიდან პროვინცია კჰონკენისაკენ წარმატებით განახორციელა.
ამავე დღეს ისევ ავიაკომპანია „Air Asia“ თვითმფრინავმა ფილიპინებში სახიფათო დაშვება განახორციელა. ამ ინფორმაციას „The Strait Times“–ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თვითმფრინავი სახიფათოდ დაეშვა და საფრენ ზოლს ასცდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები