რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: ბირთვული ძალების განვითარება 2015 წლის პრიორიტეტი იქნება

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვალერი გერასიმოვმა განაცხადა, რომ 2015 წლის პრიორიტეტი სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარება იქნება. „ძირითად პრიორიტეტად, რა თქმა უნდა, სტრატეგიული ბირთვული ძალების განვითარება და მდგომარეობაა“, – ამბობს გერასიმოვი.
შეგახსენებთ, მანამდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხედროები 2015 წელს 50-ზე მეტ საკონტინენტთაშორისო სტრატეგიულ რაკეტას შეიძენენ, საბრძოლო მორიგეობისას კი 20 რაკეტით შეიარაღებული 2 სტრატეგიული რაკეტმზიდი იფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები