დამწვარი ბორნის ბუქსირების დროს 2 მეზღვაური დაიღუპა

დამწვარი ბორნის „ნორმან ატლანტიკის“ ბუქსირების დროს ორი ალბანელი მეზღვაური დაიღუპა. როდესაც გემებს შორის დამაკავშირებელი ტროსი გაწყდა, ალბანიის მთავრობის მეზღვაურები დაიღუპნენ.
იტალიის ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფის შედეგად დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაუდგენელია.
შეგახსენეთ, რომ მგზავრების ევაკუაცია წუხელ დასრულდა. ცნობილია, რომ დაიღუპა 10 ადამიანი.
ცნობისთვის, ბორანზე 478 ადამიანი იმყოფებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, გადარჩენილია 427 ადამიანი. როგორც ცნობილი გახდა, ბორანზე ასევე ის ადამიანები იმყოფებოდნენ, რომელთა სახელებიც მგზავრთა სიაში შეტანილი არ იყო. იტალიის პრემიერ-მინისტრის მათეო რენცის განცხადებით, ბორნის კაპიტანმა სულ ბოლოს დატოვა გემი.

10884937_894822223891350_897487792_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები