პუტინი: 2015 წელს რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ნაყოფიერ მუშაობას გააგრძელებენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს დამდეგი ახალი წელი და შობა მიულოცა.
პუტინის განცხადებით, გასული წელი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკის“ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და მეგობრული, მეკავშირეობის ურთიერთობების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2015 წელს ორმხრივი თანამშრომლობის მთელი კომპლექსის გაფართოებისთვის ჩვენ ნაყოფიერ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ. ეს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხების ძირეულ ინტერესებს და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფას პასუხობს“, – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მილოცვაში.
რუსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვს ჯანმრთელობა, ბედნიერება და წარმატება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები