ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სტუდიას ქმნის

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სატელევიზიო სტუდიას ქმნის, რომელიც მოლაპარაკებებს 4 ტელევიზიასთან აწარმოებს. როგორც ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “მაესტროსთან”, ისევე როგორც 4 ტელევიზიასთან, მისი სტუდია მოლაპარაკებების პროცესშია, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის, თუ რომელ არხზე გავა მისი სტუდიის მიერ მომზადებული პროექტები. ყანდიაშვილის განცხადებით, ეს არ იქნება არც პრორუსული და არც პროამერიკული გადაცემა.
“ჩემი გადაცემა  პრორუსული,  პროქართული ან პროდასავლური არ იქნება. ჩემი გადაცემა არ იქნება პრო. ჩემი გადაცემა იქნება: “ლაპარაკობს თბილისი”, – განაცხადა ყანდიაშვილმა.
კოკა ყანდიაშვილის თქმით, მის მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 28 დეკემბერს გაუვიდა. კოკა ყანდიაშვილს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტის პოზიცია ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები