კოპაკაბანას მზიან სანაპიროზე ტრადიციული „მსხვერპლშეწირვა“ გაიმართა (ფოტოკოლაჟი)
რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას მზიან სანაპიროზე 2015 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ტრადიციული ”მსხვერპლშეწირვის” რიტუალი გაიმართა. ოკეანის ქალღმერთ ეიმანჟეს საპატივცემულოდ ასი ათასობით ბრაზილიელმა ოკეანეში სხვადასხვა ზომის ფერადი ნავები, სურვილებით სავსე ფურცლები და ანთებული სანთლები გაუშვა. მსგავსი რიტუალი კოპაკაბანას სანაპიროზე ყოველწლიურად იმართება. ჩვეულებისამებრ, მას ახალი წლის ღამეს ატარებენ, თუმცა წელს ორგანიზატორებმა თარიღი ერთი დღით დააჩქარეს.
”რიტუალის სწორად ჩატარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეიმანჟეს ქალღმერთს ვთხოვთ ხოლმე ჩვენი მეზღვაურების დახმარებას. იმედი მაქვს, რომ მათთვის 2015 წელი წარმატებული იქნება“, – განაცხადა კოპაკაბანას უხუცესმა ბაბალორიშა ჟასიალმა.