მინდია გულუას კალათბურთელები ფიფაში უჩივიან

საკალბურთო გუნდი „სოხუმის“ კალათბურთელები ბიზნესმენ მინდია გულუას წინააღმდეგ გამოდიან. გუნდის მთავარ მწვრთნელს და კალათბურთელებს უკვე მე-6 თვეა ხელფასი არ აუღიათ. ისინი საკალთბურთო გუნდ “სოხუმის“ პრეზიდენტის წინააღმდეგ ჩივილს ფიფაში აპირებენ. როგორც გუნდის ერთ-ერთი წევრი ჯოშუა ჯექსონი აცხადებს, მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა გუნდში უთამაშია, მაგრამ მას ასე უპასუხისმგებლოდ არავინ მოქცევია. „უკვე რამდენიმე თვეა მინდია გულუასთან ვერც დაკავშირებას ვახერხებთ. 6 თვეა ხელფასი არ აგვიღია. თუ უახლოეს დღეებში ჩვენი დავალიანება არ დაიფარება, გუნდის პრეზიდენტს ფიფაში უჩივლებ“ – აცხადებს ჯოშუა ჯექსონი. მიუხედავად დავალიანებისა, „სოხუმის“ გუნდი ასპარეზობას მაინც განაგრძობს. კალათბურთელები მინდია გულუას საკუთარი შრომის ანაზღაურებას სთხოვენ.

preview

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები