აშშ-ს ავიადარტყმების შედეგად სომალიში ისლამური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია
აშშ-ს ავიადარტყმების შედეგად სომალიში ისლამური დაჯგუფების „აშ-შაბაბის“ ერთ-ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ პენტაგონის ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ავიადარტყმები სომალიში ქალაქ სააკოვის მახლობლად განხორციელდა“, – განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა მარკ რაიტმა. რაიტის თქმით, დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაზარალებულა.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ სომალიში ისლამური დაჯგუფების „აშ-შაბაბის“ ლიდერი ზაქარია ისმაილ აჰმედ ჰერსი დააკავეს.