რუსეთი ქვეყნებს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა ქვეყანას ორგანიზაციების: „ისლამური სახელმწიფოს“ და „ჯაბატ ან-ნუსრას“ ეროვნულ ტერორისტულ სიებში შეყვანისკენ და მათი საქმიანობის აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, რომლებსაც ჯერჯერობით ეს არ გაუკეთებია, რუსეთისგან მაგალითი აიღონ და „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯაბატ ან ნუსრუ“ ეროვნულ-ტერორისტულ სიებში შეიყვანონ, მათი საქმიანობა კი აკრძალონ, როგორც ეს გათვალისწინებულია გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებით“, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები