ინდონეზიის ტელევიზია ავიალაინერის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მგზავრის ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)

ინდონეზიის ტელევიზია იავას ზღვაში ავიალაინერის Airbus А320-200-ის კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მგზავრის ვიდეოს აქვეყნებს. გარდაცვლილთან ახლოს ნაპოვნია სამაშველო ჟილეტი და ბარგი. მგზავრის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.
შეგახსენებთ, „ეარ აზიას“ საკუთრებაში მყოფი ლაინერი ინდონეზიის ქალაქ სურაბაიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე 162 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
ამინდის გაუარესების გამო მფრინავმა დანიშნულების ადგილის შეცვლა მოითხოვა. ავიალაინერიც სწორედ მას შემდეგ გაუჩინარდა. რადარებმა მისი ბოლო კვალი იავას ზღვის მახლობლად, 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე, აფრენიდან 40 წუთში დაკარგეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9YNsM7HfGsM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები