„ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი დაკარგული მგზავრების ზუსტი სია არც იტალიის და არც საბერძნეთის ხელისუფლებას არ გააჩნია

ადრიატიკის ზღვაში, იტალიის დროშით მცურავ ბორან ”ნორმან ატლანტიკზე” გარდაცვლილი და დაშავებული მგზავრების ზუსტი რაოდენობა უცნობია. იტალიისა და საბერძნეთის მთავრობები ბორტზე მყოფი ადამიანების განსხვავებულ სიას აქვეყნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური სააგენტო ”ეიბისი ნეტი” ავრცელებს.
საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ბორანზე 478 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორს – 56 გემის პერსონალი. იტალიის ტრანსპორტის მინისტრის მაურიციო ლუპის განცხადებით, ბორანზე მყოფი ადამიანების რიცხვი, სავარაუდოდ, 478 ადამიანზე მეტი იყო.
„ჩვენთვის გადმოცემული ინფორმაციით, გემზე 483 მგზავრი იმყოფებოდა, და არა 478 ,როგორც ამას საბერძნეთის საზღვაო ფლოტის წარმომადგენლები ამბობენ. სწორად ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ სამძებრო სამუშაოებს”, -განაცხადა ლუპიმ.
”ნორმან ატლანტიკზე” მყოფი სასულიერო პირის მამა ილია კარტოზიას შესახებ ახალი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. როგორც ცნობილია, ბორანზე მყოფი 8 ქართველიდან 7 ნაპოვნია. ისინი ბარის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები