თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრა

თურქული მედიის ინფორმაციით, ფათიჰშის რაიონში 46 წლის თურქი ტაქსის მძღოლი ბექირ დილი საქართველოს მოქალაქემ ღამე, დაახლოებით 2:00 საათზე გააჩერა. ტაქსიში ჩაჯდომიდან გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მას დაემუქრა და თანხა მოსთხოვა.
ტაქსის მძღოლმა მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქემ მას გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, თავად კი ტაქსიდან გადავიდა და მიიმალა.
დაჭრილმა ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის ნაპირზე ბარიერს შეეჯახა. ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მამაკაცი ჰასექის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საქართველოს მოქალაქე სამართალდამცველებმა შემთხვევიდან მალევე დააკავეს და პოლიციის ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, პოლიციის დეპარტამენტთან თურქეთის ტაქსისტთა ასოციციის წევრებმა და თავმჯდომარემ აქცია გამართეს.
“მეგობარი დაგვეღუპა. მოვითხოვთ, ხელუსუფლება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაში დაგვეხმაროს. გამოგვიყოს კაბინიანი მანქანები, რომ იზოლირებულები ვიყოთ კლიენტებისგან. ნებისმიერ დროს შეიძლება ჩვენც იგივე საფრთხე დაგვემუქროს. დახმარების ღილაკი, რომელიც ავტომობილებში გვაქვს, არაეფექტურია“, -განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები