„ჩემი სახლის“ აღსაზრდელები186-ე საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმზე იმყოფებოდნენ (ვიდეო, ფოტო)

საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ აღსაზრდელები 186-ე საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ზეიმზე იმყოფებოდნენ. ბაღის დირექტორმა იზა ლოლაძემ „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები ღონისძიებაზე თანატოლებთან ინტეგრაციის მიზნით მიიწვია. აღსაზრდელებმა ახალი წლის მოახლოება იზეიმეს და თანატოლებთან ერთად სასიამოვნო დღე გაატარეს. „დღევანდელი დღე ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა. დღეს დღესასწაულში ჩართნენ ნინელი ჭანკვეტაძის მიერ დაფუძნებულ ფონდ „ჩემი სახლისა“ და ბაღის აღსაზრდელები, რამაც გამოიწვია არაჩვეულებრივი, ლამაზი დღესასწაული. ამით მოხდა ამ ბავშვების ინტეგირირება, გამხიარულდნენ, გახალისდნენ. მე მგონი, შედგა კიდევ მათთვის დასამახსოვრებელი ერთი ლამაზი დღე, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ნინელი ჭანკვეტაძეს“, – განაცხადა ბაღის დირექტორმა იზა ლოლაძემ.
თავის მხრივ საქველმოქმედო ფონდ „ჩემი სახლის“ დამფუძნებელი ნინელი ჭანკვეტაძე მოხარულია, რომ 186-ე საბავშვო ბაღის დირექციამ მზრუნველობამოკლებული ბავშვების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით მსგავსი ინიციატივა გამოიჩინა.
„ჩემი სახლის აღსაზრდელებს დიდი სიხარული აქვთ. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა ჭანკვეტაძემ.
„ჩემი სახლის“ აღმზრდელი კი სკოლამდელი საბავშვო დაწესებულების დირექციას აღსაზრდელების ზეიმზე მიწვევისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი ბავშვებს სოციალური ინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად დაეხმარება.
„ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბაღის დირექციას, ქალბატონ იზა ლოლაძეს საინტერესო ღონისძიებაზე დაპატიჟებისთვის. ბავშვები გაერთნენ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათი სოციალური ინტეგრაციისათვის“, – აღნიშნა აღმზრდელმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=4RhGwzAhYPs” width=”560″ height=”315″]

10421534_1021513877864602_7801262239868781007_n 10801977_1021513807864609_961544492262317599_n 10806284_1021513707864619_1891552172459586654_n 10885231_1021514137864576_7511164963496223437_n 10891891_1021514067864583_6454654890988212029_n 10898277_1021513751197948_8361171264324161307_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები