გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ „კათარზისის“ მოხუცებს ახალი წელი მიულოცეს
“კათარზისში“ მყოფ მოხუცებს დამდეგი ახალი წელი საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან ერთად, სათნოების სახლ „კათარზისში“ იმყოფებოდა.
პრეზიდენტის ფონდმა წელს, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მილიონ 71 ათასი ლარი გამოყო. თანხა გადანაწილდა სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე, მათ შორის, „კათარზისში“ მცხოვრებ 13 ბენეფიციარს პრეზიდენტის ფონდიდან 700 ლარი ჩაერიცხა.