აფციაური ხატიაშვილს: ადვოკატების სახელით მოგიწოდებთ, ონიანის დაცვა შეწყვიტო
ადვოკატი ლალი აფციაური ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს მიმართავს და ადვოკატების სახელით მოუწოდებს “ზონდერ“ გოგა ონიანის დაცვა შეწყვიტოს. ამის შესახებ ლალი აფციაური ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“თავმჯდომარე! ან შეწყვიტე მთელი ადვოკატების სახელით, ზონდერის და არა ადვოკატ ონიანის დაცვა და გმირად გამოყვანა, ან მეც მანდ მოვალ და არ მგონია მშვიდობიანად დამთავრდეს ეს შეხვედრა“,- წერს ლალი აფციაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თავმჯდომარემ ადვოკატ გოგა ონიანის დაკავების ფაქტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ რეაგირებისთვის ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს.