შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ორთვინ ჰენიგს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობას.