ნათია ფანჯიკიძე: ოდიშვილს რომ არხი შეელევა, ეს მთლად ისე უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს

“ოდიშვილს რომ არხი შეელევა, ეს მთლად ისე უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს”, – ასე ეხმაურება ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ „კამარას“ ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებს და არხიდან ჟურნალისტების წამოსვლის ფაქტს.
ფანჯიკიძეს მიაჩნია, რომ ვასიკო ოდიშვილის იუმორი საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა და ის მაყურებელს ძალიან მოენატრება.
„მაესტროდან რიგრიგობით გამოისტუმრეს (წამოვიდნენ) ყველა “ომის” ყველაზე შეუპოვარი გმირები და დააგვირგვინეს ვასიკო ოდიშვილით? ოდიშვილს რომ არხი შეელევა, ეს მთლად ისე უბრალოდ არ უნდა ხდებოდეს. იმედია, დიდხანს არ მოგვანატრებს თავს და მალე გააგრძელებს თავის საქმეს. ვასიკოს გადაცემა იყო საუკეთესო საინფორმაციო გადაცემა და მისი იუმორი გვჭირდებოდა ყველას, სიტუაციაც რომ სწორად აღგვექვა და ნებისმიერ პოლიტიკოსს, ჩემსას თუ სხვას, საკუთარი თავიც დაენახა გვერდიდან“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები