„ყველა ერთად ვართ, უბედნიერესი ვარ“ – ნიკა მელია მამის სტატუსით პირველად „კვირასთან“ საუბრობს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მამა გახდა, პატარის დაბადების შემდეგ პირველ კომენტარს „კვირასთან“ აკეთებს. მისი თქმით, ახალშობილი ალექსანდრე სამშობიაროდან სახლში დღეს გაწერეს. ის 3,500 კგ და 54 სანტიმეტრი დაიბადა.
„უბედნიერესი ვარ, ალექსანდრე დღეს გამოვიყვანეთ სამშობიაროდან, სახლში პირველი დღე აქვს. ყველა ერთად ძალიან გახარებულები ვართ“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ნიკა მელიამ.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. „კვირას“ კითხვაზე, აპირებს თუ არა დაოჯახებას, ნიკა მელიამ ასე უპასუხა: „ეს მდგომარეობა უკვე დაოჯახებას ნიშნავს, ოჯახია, აბა რა? რა არის ამ ყველაფერში გასაკვირი“.
მერობის ყოფილი კანდიდატი მაიკო ბეგიაშვილთან ურთიერთობის დაკანონებასაც მალე გეგმავს.
თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია 20 დეკემბერს მამა გახდა. მისი შვილის დედა მაიკო ბეგიაშვილია. „კვირას“ ინფორმაციით, ბეგიაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის მოადგილის ირმა ნადირაშვილის თანაშემწედ მუშაობდა.

  10872220_906150802742239_1688037632_n

60682_1579016392333186_8847555984682695122_n

10859605_10152611377374779_1671117403_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები