“როგორ აწამებდნენ უგულავა, ახალაია და სააკაშვილი ჯარისკაცებს” (ვიდეო)

  უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სკანდალურ ვიდეოს ავრცელებს. კაკაბაძის თქმით, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, თუ როგორ აწამებენ სააკაშვილი, უგულავა, ახალაია დაპატიმრებულ ჯარისკაცებს.
“პირდაპირი მტკიცებულება: როგორ აწამებენ დაპატიმრებულ ჯარისკაცებს სააკაშვილი, უგულავა, ახალაია და ძმანი მათნი. წამების ხმები კარგად ისმის შენობიდან – ეს ხდება მუხროვანის ამბოხების დროს. ნაცბანდის უმაღლესი ეშელონები ესწრებიან ამას. რატომ არ აძლევს პროკურატურა ამაზე რეაქციას? რატომ არ ხდება ეს მასალები საჯარო? ეს უკვე დანაშაულია ადამიანობის წინაშე. კარგად შეხედეთ”,- წერს ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები