ზაზა ხატიაშვილს ადვოკატი უპირისპირდება
ადვოკატი ნონა ფილაური ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის აქციას ემიჯნება. ნონა ფილაური ზაზა ხატიაშვილს მიმართავს და აცხდებს, რომ გოგა ონიანი, როგორც ადვოკატი, არ დაუკავებიათ. „ზაზა ხატიაშვილო! გოგა ონიანი ადვოკატობისათვის არ დაუკავებიათ, ის არც დღეს არ აღიქმება ადვოკატად. ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად ვიბრძოდი შენთან ერთად რეჟიმის წინააღმდეგ. მას საკმაოდ კარგი ადვოკატი ჰყავს ცისმარ ონიანის სახით და შენი დახმარება ნამდვილად არ სჭირდება. ვემიჯნები შენს აქციასაც და შენს მიდგომებსაც“, – წერს ნონა ფილაური ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.