“ნაცმოძრაობის” წევრებმა პრეზიდენტს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საკითხზე მომზადებული რეზოლუციის პროექტი გააცნეს

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის საკითხზე მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი გააცნეს. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“საუბარი ეხებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთის მხრიდან მიმდინარე ანექსიას და იმას, თუ რა ხედვები უნდა არსებობდეს ქვეყანაში და რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შეფერხდეს, საქართველომ შეძლოს რუსეთისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა და მოსკოვმა ამაში გადაიხადოს მაქსიმალური პოლიტიკური ფასი. ჩვენ მომზადებული გვაქვს კონკრეტული რეზოლუცია, რომელიც ამ საკითხს ეხება. პრეზიდენტს გავაცანით ამ რეზოლუციის ტექსტი – იქ გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას ქვეყანამ, რათა მაქსიმალურად შეეწინააღდეგოს რუსეთს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები