უკიდურესად ღარიბი ოჯახებისთვის საქველმოქმედო დღესასწაული გაიმართება
23 დეკემბერს, 14:30 საათზე ააიპ „კავკასიონის სინერგია“ ქალაქ თბილისში, ახალ ოფისში (წერეთლის გამზირი, ხოშარაულის 22) მორიგ, ამჯერად, წინასაშობაო დღესასწაულს მართავს, უკიდურესად ღარიბი ოჯახების, სოციალურად დაუცველთა, თავისი ბენეფიციარი დათრგუნული ბავშვებისთვის, ვისაც ნორმალური ცხელი სადილი და ტკბილეული ( სხვა რამე რომ აღარ ვთქვათ) ენატრება!
25 მოზარდის კვებას ორგანიზაციის დამხმარე „აჭარულები ლაღიძეზე“ ხელმძღვანელი ვახტანგ ათაბეგაშვილი უზრუნველყოფს, ნამცხვრებით უთბილესი მანანა მაღრაძე შეუერთდება, ხოლო 166 -ე სკოლის დირექცია ბავშვებს საშობაოდ სათამაშოებს და ტკბილეულს მიუტანს.
ორგანიზაციის პრეზიდენტი და ფსიქოლოგი ლიკა ბებურიძე, რომელმაც ამჯერადაც თავად, საკუთარი ხარჯებით იქირავა ოფისი, ფსიქოლოგებისა და თერაპევტების სერვისითაც გეგმავს მათ დახმარებას.
„მოგმართავთ საზოგადოებას, მობრძანდეთ და მოუტანოთ ბავშვებს ხოშარაულის 22-ში პროდუქტი, ტკბილეული, ჩასაცმელი, ყველაფერი, რაც ასე ესაჭიროებათ და ენატრებათ მათ. საახალწლო ღონისძიებებზე რაც შეიძლება მეტი უპოვარი ბავშვი უნდა დავპატიჟოთ ორგანიზაციამ საზოგადოების ჩართულობით“, – ამბობს ლიკა ბებურიძე.
ორგანიზაცია უხელფასოდ, უგრანტოდ, ენთუზიაზმით მუშაობს დღემდე დაარსების დღიდან (2011 წლის 5 აგვისტო) და სხვადასხვა პროგრამით 6500 ოჯახი ყავს დაპატიჟებული.
„მინდა ტექნიკის სახლებს ვთხოვო დახმარება. გვჭირდება კომპიუტერი, მობილური, ფოტოაპარატი, გაზქურა, ტელევიზორი, სახლის კინოთეატრი და სხვა. ენთუზიაზმზე მომუშავე ორგანიზაციას ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ გვაქვს. აგრეთვე, მივმართავ ყველას, გთხოვთ, გაიღოთ ფინანსური დახმარება ნებისმიერი ბანკიდან საქართველოს ბანკის ჩვენს ანგარიშზე: GE63BG0000000346191900.„ ცხელი საქველმოქმედო ზარი“ „მაგთიდან“ და „ჯეოსელიდან“: 0 901 500 519. გელით ოფისში ფინანსურად დახმარების მსურველ ორგანიზაციებს“, – ამბობს ლიკა ბებურიძე.