ვასიკო ოდიშვილი „მაესტროს“ ეთერით 18 საათზე განცხადებას გააკეთებს

„მაესტროს“ ტელეწამყვანი ვასიკო ოდიშვილი, საკუთარ გადაცემა “აბებთან“ და ტელეკომპანია “მაესტროსთან“ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, განცხადებას 18-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთებს. ამის შესახებ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი მამუკა ღლონტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ დირექტორის მოადგილემ და გადაცემა „ცხრიანის“ წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა, ასევე, 20-მდე ჟურნალისტმა და რამდენიმე პროდიუსერმა დატოვა.
„მაესტროს“ ჟურნალისტების ინფორმაციით, ნინო ჟიჟილაშვილი სამსახურიდან არხის მფლობელმა კოტე გოგელიამ იმის გამო გაათავისუფლა, რომ ჟიჟილაშვილის მთავარ საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანს“ კოკა ყანდიაშვილის გადაცემა ჩაანაცვლებს.
ჟურნალისტების განცხადებით, მათი სარედაქციო პოლიტიკა და თავისუფლება კოკა ყანდიაშვილის „მაესტროში“ მოსვლის შემდეგ საეჭვო ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები