მიხეილ ხუბუტიამ რუს ჟურნალისტებს მასზე თავდასხმის შესახებ უამბო (ვიდეო)

რუსეთში დაბრუნების შემდეგ, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია რუს ჟურნალისტებს შეხვდა და თბილისში, რესტორან „თავადურში” მასზე მომხდარი თავდასხმის შესახებ უამბო.
თემაზე სიუჟეტი „ვესტი. რუ“-მ მოამზადა. პუტინის თანაპარტიელი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და იხსენებს, რომ მას რესტორნის დაცვის სამსახურის ოთხმა თანამშრომელმა სცემა.
„როდესაც ოთხი კაცი ერთ ადამიანს სცემს და, ამასთან, რუსეთს იხსენებს, ცხადია, რომ ეს არის პროვოკაცია. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასე იქცეოდა არა მარტო რესტორანში მყოფი დაცვა, არამედ დაცვის კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც შემდეგ მოვიდნენ. ისინი სარკაზმით და დამცინავი ტონით მომმართავდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ვიღაც წვრთნის. ღმერთს მადლობა, პოლიცია დროულად მოვიდა“, – განაცხადა ხუბუტიამ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vH0OFrkjjOQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები