თბილისის მერიაში საცობების პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ქალაქში არსებული საცობების აღმოსაფხვრელად ახალი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ნარმანიას თქმით, ახალი ჯგუფი დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, ეკონომიკის სამინისტროს, შს სამინისტროს, ტექნიკური უნივერსიტეტის და ასევე საექსპერტო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
ქ. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ნარმანიამ აღნიშნა, რომ ჯგუფის შექმნის იდეა ორი კვირის წინ დუბლინში ყოფნისას დაებადა. არ არის გამორიცხული, რომ მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ექსპერტები დუბლინიდანაც მოიწვიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები