ოთარ დანელია: როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა
როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა, – ასე აფასებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას.
„ვფიქრობ, ეს იყო გაუგებრობა. მითუმეტეს, თუ დავეყრდნობით ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, რომ საბოლოო ვარიანტი არ იყო შეთანხმებული მინისტრთან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ, როგორც ჩანს, ეს იყო უხერხული გაუგებრობა. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა მიზანმიმართული რაღაცა არასწორი აღქმისთვის“, – განაცხადა დანელიამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მომხდარზე პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა. მოგვიანებით, უწყებამ განცხადება ვებგვერდიდან წაშალა.