„ცხრიანის“ ყოფილი პროდიუსერები: ნინო ჟიჟილაშვილი ამ არხზე სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო

ნინო ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ უკვე ყოფილი პროდიუსერები და ჟურნალისტები აცხადებენ. მათ პროტესტის ნიშნად არხის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტების პროტესტი ნინო ჟიჟილაშვილის გათავისუფლებას მოჰყვა. როგორც საინფორმაციო გამოშვების ყოფილი პროდუსერები აცხადებენ, არხის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როდესაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიაში ნინო ჟიჟილაშვილის ნაცვლად გადაცემას კოკა ყანდიაშვილი წარუძღვება.
„გუშინ თათბირზე შევიტყვეთ, რომ ნინო ჟიჟილაშვილის საინფორმაციო – ანალიტიკური პროგრამა „ცხრიანი“ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით აღარ გავა და დაიხურა. მე ამ გადაცემის პროდიუსერი ვიყავი. ამავე თათბითირზე გახდა ცნობილი, რომ მომავალი წლიდან, ახალი წლის შემდეგ, ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს ჩაანაცვლებს კოკა ყანდიაშვილი. ბევრი ადამიანისთვის, ვინც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის ძალიან ნიშანდობლივი ფაქტი, იმიტომ რომ ნინო ჟიჟილაშვილი ამ არხზე იყო სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი“, – აცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო კვინტრაძე.
„ცხრიანის“ კიდევ ერთ პროდიუსერს სოფო ზურაბიანს მიაჩნია, რომ მისი ადგილი მაესტროში აღარ არის.
„გუშინ გამოგვიცხადეს, რომ კოკა ყანდიაშვილი მოდის თავისი გრანდიოზული გეგმებით. ამავე თათბირზე შევიტყვეთ, რომ ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემა „ცხრიანი“ ეთერში აღარ გავა, მე თავად ამ გადაცემი მთავარი პროდიუსერი ვიყავი, ვფიქრობ, ამ არხზე ჩემი ადგილი აღარ არის“, – ამბობს სოფო ზურაბიანი.
ტელეკომპანია „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ დღეიდან არხის რეორგანიზაცია გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები