თეა წულუკიანი: სანამ ჯარისკაცს პატივს არ მიაგებენ, თავი შევიკავოთ განცხადებებისგან

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ სანამ უკრაინაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივი არ მიეგებათ, უმჯობესია, ყველამ ყველანაირი განცხადებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს დაღუპული ქართველი სამხედროს დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
“ვფიქრობ, როდესაც მიცვალებული და, მით უმეტეს, ჯარისკაცი არის ჩამოსვენებული, ყველაზე კარგი ტონია, რაც არ უნდა განცხადება იყოს საჭირო, ან არ იყოს საჭირო, სანამ არ იქნება პატივი მიგებული, ჯარისკაცისთვის, თავი შევიკავოთ ყველამ ყველანაირი განცახდებებისგან”, – განმაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შაბათს გავრცელებული განცხადება ოფიციალური ვებგვერდიდან წაშალა.
განცხადების მიხედვით, სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას დააკისრა. 32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები