„ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, რა დოზით გავაშუქოთ მოვლენები“

მე ვერ მომცეს იმის გარანტია, რომ იქნებოდა საინფორმაციო დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ “მაესტროს” ჟურნალისტმა გიგი გაგუამ განაცხადა.
„მე როგორც უცხოეთის ბლოკის რედაქტორი, ჟურნალისტი, ვტოვებ “მაესტროს”. მიზეზი არის ის, რომ მე ვერ მომცეს იმის გარანტია, რომ იქნებოდა საინფორმაციო დამოუკიდებლობა. მე ვერ ვიმუშავებ იმ გარემოში, სადაც კოკა ყანდიაშვილმა უნდა გვიკარნახოს, თუ რა დოზით უნდა გავაშუქოთ ესა თუ ის მოვლენა და რა აქცენტები უნდა დავსვათ”, – განაცხადა გიგი გაგუამ.
“მაესტროზე” სრული რეორგანიზაცია გამოცხადდა. არხი დატოვეს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნინო ჟიჟილაშვილმა და სხვა თანამშრომლებმა. “მაესტროს” თანამშრომლებს გუშინ გამართულ თათბირზე ხელმძღვანელობამ განუცხადა, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილის მისვლა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები