უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო ეროპორტში ავიარეისები შეფერხდა

ძლიერი ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კიევი-თბილისის რეისის მიღება ვერ შეძლო. უკრაინის ავიახაზების ლაინერი ერევნის აეროპორტში დაეშვა, რამდენიმე საათის შემდეგ კი თბილისში გამოფრინდა.
უამინდობის გამო ჩაიშალა ორი რეისი – სტამბოლი-თბილისის და რიგა-თბილისის მიმართლებით. როგორც “კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ფრენები განახლდა და ამ დროისთვის ავიარეისები შეფერხების გარეშე სრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები