ნინო სურგულაძე მორიგ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

29 დეკემბერს, 22:00 საათზე, რუსთაველის აკადემიურ თეატრში ცნობილი მეცო-სოპრანო და საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხეს“ დამფუძნებელი ნინო სურგულაძე, მსოფლიოში სახელგანთქმულ ვარსკვლავებთან ერთად, მორიგ საქვემოქმედო გალა–კონცერტს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო გალა–კონცერტი ჩატარდა. შეგროვებული თანხით, ნინო სურგულაძის მიერ დაფუძნებული ფონდი „ნატვრის ხე“ ბავშვებს დაეხმარა. ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდს მხარი დიტო ცინცაძის ფონდმაც დაუჭირა და მათ ერთობლივი ძალებით უკვე ხუთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები