АТО-ს გმირის სიკვდილს მისი ფეხმძიმე მეუღლეც გადაჰყვა

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა სკაკოვების ოჯახში უკრაინაში. საკუთარი მეუღლის – АТО-ს გმირის დაღუპვა ვერ გადაიტანა მისმა ფეხმძიმე ცოლმა ირინა სკაკოვსკაიამ. თავად ჯარისკაცი, 28 წლის რომან სკაკოვი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იბრძოდა, 2 კვირის წინ კი სამხედრო მოსამსახურე მძიმე ჭრილობებით დაიღუპა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქში ბლოგერი სერგეი ნაუმოვიჩი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, სკაკოვის ფეხმძიმე მეუღლემ ქმრის გარდაცვალება ვერ გადაიტანა და უმძიმესი სტრესით გარდაიცვალა. ქალი ფეხმძიმობის მე-7 თვეზე იყო. ცნობისთვის, რომან სკაკოვსკი აფრიკაში, გაეროს სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში მსახურობდა, შემდეგ კი ის უკრაინაში, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში გადავიდა საბრძოლველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები