კვიტაშვილს საკუთარი გუნდის დაკომპლექტების საშუალებას არ აძლევენ

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს საკუთარი გუნდის დაკომპლექტების საშუალებას არ აძლევენ. განცხადება ამის შესახებ მინისტრის მრჩეველმა ვლადიმერ კურპიტამ გააკეთა.
კურპიტას თქმით, ნებისმიერი ამოცანის შესრულებითვის ორი რამ არის საჭირო: პროგრამა და გუნდი. პროგრამა მინისტრს გააჩნია, მაგრამ კვიტაშვილი მას ჯერ არ აჟღერებს. გუნდის ფორმირების საკითხი,როგორც ჩანს, მინისტრის კომპეტენციაში ამ ეტაპზე არ არის. არსებობენ გარკვეული ადამინები, რომლებიც მას ამ გუნდის შექმნის საშუალებას არ აძლევენ, – განაცახდა კურპიტამ.
კურპიტა ასევე აღნიშნავს, რომ თუ კვიტაშვილს მომავალშიც დაბრკოლებებს შეუქმნიან, მან, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.
ამასთან, თავად კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით გუნდი არ დაუკომპლექტებია, რადგან ეს გრძელვადიანი პროცესია და ადამიანებს საგულდაგულო შერჩევა სჭირდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები