ფოთის თეატრში სპექტაკლ „კალიგულას“ პრემიერა გაიმართება

24, 25 დეკემბერს, 19:00 საათზე ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლ „კალიგულას“ პრეზენტაცია გაიმართება.
გადარჩენილის ნაამბობიდან: „მეზობელმა ჩემი ოჯახის 16 წევრი მოკლა. მე გადავრჩი. დაჭრილი ვიყავი. მეორე დღეს ისევ მოვიდა, თმაში მწვდა, სახლის უკან გამათრია, დამაგდო და მაყურებინა, როგორ ჩეხავდა ჩემი ოჯახის წევრების გვამებს და ღორებს როგორ აჭმევდა. მერე თავში ხის მძიმე ნაჭერი ჩამარტყა. მე გონება დავკარგე. ალბათ, ეგონა, რომ მოვკვდი და წავიდა.“
ჩვენი წელთაღრიცხვის 38 წელს რომში გარდაიცვალა იულია დრუზილა, რომაელების საყვარელი გენერლის, იულიუს გერმანიკუსის და მისი ულამაზესი მეუღლის, აგრიპა უფროსის ქალიშვილი და გაიუს იულიუს აუგუსტუს გერმანიკუსის, მოფერებით კი, კალიგულას და. 1994 წლის 6 აპრილიდან 15 ივლისამდე, 100 დღის განმავლობაში აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოში 800 ათასი ადამიანი მოკლეს. გუშინ საღამოს ერთი ახალგაზრდა ქალის ოთახის დალაგებისას მისი მამის მეგობარმა ქალმა, რომელიც მათზე უკვე დიდი ხანია ზრუნავს, ფეხმძიმობის ტესტი იპოვა დადებითი შედეგით. დღეს დილით კი სახლში, შვილთან და რძალთან დაბრუნდა დედა, რომელიც 3 წლის წინ წავიდა და აღარ გამოჩენილა.
ტექსტის ავტორები არიან პაატა ციკოლია და ოთო ქათამაძე. გამოყენებულია ალბერ კამიუს ტექსტი. სპექტაკლის რეჟისორია: პაატა ციკოლია, სცენოგრაფი: ქეთი ნადიბაიძეა, კომპოზიტორი: თენგიზ ნოზაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნიარა ჭიჭინაძე, ლილი ბოდაველი, ნოდარ ბჟალავა, რამინ კილასონია, გიორგი სურმავა, მარიკა ბუკია, ნინო პაჭკორია, თამუნა ჭუბაბრია, გენო შონია, შოთა სასანია. არასაბავშვო ამბავი იმედგაცრუებაზე, უპერსპექტივობაზე და ანგარიშსწორებაზე მოგვითხრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები