ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მწერალთა სახლში ანა კალანდაძის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოსა და სამახსოვრო ალბომის „ორი ანა“ პრეზენტაციას დაესწრება.
ანა კალანდაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა თეატრის მსახიობები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ. საღამოზე ანა კალანდაძის პოეზიაზე შექმნილი სიმღერები შესრულდება. ღონისძიების ფარგლებში პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ლიტერატურული პერფორმანსი იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები