თავდაცვის მინისტრის მოადგილე: შეცდომის დამშვებს პასუხი მოეთხოვება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის თაობაზე გავრცელებული განცხადების შინაარსი მენეჯმენტში არსებული ხარვეზის შედეგია. მისი თქმით, კონკრეტული გარემოებები დგინდება და შეცდომის დამშვებს შესაბამისი პასუხი მოეთხოვება.
“საზოგადოების მოთხოვნა და შეფასებები იყო ადეკვატური, თუმცა აქვე ვაფიქსირებთ, რომ ეს იყო შეცდომა და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას ამ შეცდომის გამო. დგინდება გარემოებები, თუ სად მოხდა შეცდომის დაშვება. რასაკვირველია, ეს იყო მენეჯმენტში არსებული ხარვეზი. შესაბამისად, შეცდომის დამშვებს პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამასთან, თავდაცვის უწყებამ უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო პასუხისმგებლობა ყოფილ ხელისუფლებას დააკისრა. თავდაცვის სამინისტრომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება დღეს საიტიდან წაშალა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები