დავით სუჯაშვილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

  კრიზისების მართვის საბჭოს ხელძღვანელი დავით სუჯაშვილი ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის უკრაინაში გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მისი ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
“მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო უკრაინაში დაღუპული ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახის მიმართ. უფალს ებარებოდეს ღირსეული ქართველი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სუჯაშვილი.
კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი თავდაცვის სამინისტროს მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მინდია ჯანელიძე საქართველოს ღირსეული ოფიცერია. სუჯაშვილი ფიქრობს, რომ ჯანელიძის მიმართ აგორებული უარყოფითი პიარი თუ ვინმეს წაადგება, ეს ჩვენი ქვეყნის მტერია.
“მინდია ჯანელიძე არის საქართველოს ღირსეული ოფიცერი. მის მიმართ აგორებული უარყოფითი პიარი თუ ვინმეს წაადგება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტერი, ვის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრი ღირსეული ქართველი დაეცა… ვემსახურებით საქართველოს, ვცოცხლობთ საქართველოსთვის!“- წერს დავით სუჯაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მინდია ჯანელიძე დავით სუჯაშვილმა მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ჯანელიძე თავდაცვის უწყების ხელძღვანელად დანიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები