ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

  ხვალ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდენელი, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ რაიონში იწვიმებს.
„მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდენელია ნალექი თოვლის სახით, ხოლო დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ რაიონში იწვიმებს. დროგამოშვებით კი დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 5 გრადუსით დაიკლებს. განაპირა რაიონებში 10, ხოლო შიდა რაიონებში 7-9 გრადუსი იქნება“, – განაცხადა გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები