ბათუმში ფესტივალი Bleack Sea Sound ჩატარდა

  ბათუმის საზფხულო თეატრში მუსიკალური ფესტივალი Bleack Sea Sound ჩატარდა. ფესტივალი ბათუმში პირველად გაიმართა და მასში ბათუმისა და ქობულეთის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.
„ფესტივალის იდეაა, რომ წავახალისოთ რეგიონში მყოფი მუსიკოსები, მივცეთ მათ ისეთივე ენთუზიაზმი, როგორც დაიწყეს თავიდან და რა ენერგიაც ჰქონდათ. გვინდა, რომ გამოცოცხლდნენ და კიდევ უფრო აქტურად შექმნან საავტორო მუსიკა“, – ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ლევან გელიაშილი.
Bleack Sea Sound აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები