პრემიერი: ჩვენ ივანიშვილის კურსის გამგრძელებლები ვართ და, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება

  ბიძინა ივანიშვილს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, როცა მან გადაწყვიტა, პოლიტიკიდან წასულიყო, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, დაბრუნდებოდა, მაგრამ ამის საჭიროება დღეს, ალბათ, არ არის, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გახსნისას გააკეთა.
“ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაზეთებში უამრავი სპეკულაცია მიმდინარეობს. რეალურად ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს. ასე, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს. მეც თავის დროზე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თვლიდა, რომ ის არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ვართ მისი გუნდი, მისი კურსის გამგრძელებლები და, რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები