გრიგოლაშვილი უკრაინული ტელევიზიის სიუჟეტში, დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე (ვიდეო)

  ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ქართველი მეომარი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინულ ტელეარხ „ინტერს“ ინტერვიუს აძლევს. შეგახსენებთ, რომ ეს ვიდეო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ბარამიძის ქართველ მოხალისეებთან და ბატალიონ „აიდარის“ უკრაინულ შემადგენლობასთან შეხვედრის შემდეგაა გადაღებული. ქართული ლეგიონი ლუგანსკის ოლქში სწორედ „აიდარის“ შემადგენლობაში იბრძვის.
როგორც ალექსანდრე გრიგოლაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, ქართული ლეგიონი უკრაინაში იმ ხალხის დასახმარებლად ჩავიდა, რომელსაც დიდ პატივს სცემს. გრიგოლაშვილი ამბობს, რომ ქართველები უკრაინელებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ყველანაირად მხარს უჭერენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი სროლის შედეგად ქალაქ შასტიესთან 18 დეკემბერს, გვიან ღამით დაიღუპა. გრიგოლაშვილის გარდა დაიღუპა ასევე სერგეი ოვრაშკო და დაიჭრა კიდევ 3 ჯარისკაცი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=QSywOPT5iDU#t=16″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები