შსს–ს კამპანიას სპორტის ეროვნული ფედერაცია შეუერთდა

  შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ შს სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებულ აქციას საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია შეუერთდა.
სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებზე მზრუნველ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან“ ერთად განახორციელა აქცია: „სიკეთე უსასრულოა“. აქციის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში გამოცხადდა კონკურსი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შესთავაზეს, შეექმნათ ნახატები თემაზე: „სიკეთე უსასრულოა“.
წარმოდგენილი ნამუშევრებიდან საუკეთესო ნახატები შეირჩა, რომელთა გამოფენა ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გია ბეგიაშვილი, სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის სამდივნოს წევრი კახა ნიკოლაძე, სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები. ნამუშევრები ასევე განთავსდა ინტერნეტსივრცეში.
ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ათმა ნამუშევარმა, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებისთვის გამარჯვებულები როგორც თბილისის, ასევე რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებიდან შეირჩნენ. ყველა გამარჯვებული სპეციალური სიგელებითა და სხვადასხვა წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ასევე დაჯილდოვდა განსაკუთრებული აქტიურობისთვის ყვარელის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქაფიანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები